вторник, 21 октября 2014 г.

მეცხრე დღე

     21 ოქტომბერი, 2014
     დღეს ჩემი პროექტის პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე. დავათვალიერე მონაწილეთა ბლოგები. ძალიან მომეწონა ნაშრომები. გავუკეთე კომენტარები.
 კმაყოფილი ვარ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლეთ, ასე საჭირო რომ არის პედაგოგისათვის. დიდი მადლობა ხათუნა რუსიეშვილს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 19 октября 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

        19 ოქტომბერი, 2014
        ტრენინგის მერვე დღე შეეხებოდა თემას- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
(მოდული 7).
        გავეცანით როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ასევე როგორ გავუწიოთ ხელმძღვანელობა კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
       გავეცანით კითხვების დასმის მეთოდებს ,მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისათვის. 

вторник, 14 октября 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

     ტრენინგის მეშვიდე დღე კიდევ უფრო დატვირთულია ინფორმაციითა და სამუშაოებით. დღეს ვისწავლეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას, როგორ მოვძებნოთ გზები დიფერენცირებული სწავლების ყველა ტიპის მოსწავლისათვის, აგრეთვე, მოსწავლეთა გეზის მისაცემად დამატებითი მასალების შექმნა (სკაფოლდინგი). დასასრულს, გავეცანით ბლუმისა და გარდნერის მატრიცას.





воскресенье, 12 октября 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

          12 ოქტომბერი, 2014 წელი
         ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით მოდული 5-ის საკითხებს:
         მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.
         მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.
          ვიმსჯელეთ შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე.
          დავხვეწეთ შეფასების გეგმები.
          შევქმენით შეფასებები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისათვის.
            ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.
           გავაკეთეთ რეფლექსია.

вторник, 7 октября 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

       7 ოქტომბერი, 2014
      დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს,  შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები... დასასრულს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთე ბლოგზე და გამოვაქვეყნე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი